Accentnews.ge
ირანმა რუსეთთან მოილაპარაკა გამანადგურებლების და ვერტმფრენების შეძენაზე

ირანმა რუსეთთან მოილაპარაკა გამანადგურებლების და ვერტმფრენების შეძენაზე

28/11/2023 12:00:24 მსოფლიო

ირანმა რუსეთთან მოიპალარაკა სუ-35 საბრძოლო თვითმფრინავების, მი-28 დამრტყმელი ვერტმფრენების და სასწავლო თვითმფრინავების მიწოდებაზე. წერს Reuters ირანის თავდაცვის მინისტრის მოადგილის მეჰდი ფარაჰის განცხადებაზე დაყრდნობით, რომელიც ირანულ სააგენტო Tasnim-ს ესაუბრა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მეჰდი ფარაჰიმ განაცხადა, რომ დასრულდა ირანის შეიარაღებული ძალების საბრძოლო დანაყოფებისთვის სუ-35 გამანადგურებლების, მი-28 დამრტყმელი ვერტმფრენების და იაკ-130 სასწავლო თვითმფრინავების მიწოდების გეგმის დამუშავება.

მისი თქმით, ტექნიკა აუცილებლად იქნება ირანის განკარგულებაში, შესაბამისი პროცესი ახლა მიმდინარეობს.

Reuters აღნიშნავს, რომ ირანის საჰაერო ძალებს გააჩნიათ მხოლოდ რამდენიმე ათეული დამრტყმელი თვითმფრინავი, მათ შორის რუსული, ასევე 1979 წლამდე შეძენილი მოძველებული ამერიკული მოდელები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S