Accentnews.ge
წითელი ჯვარი: "ჰამასი" მძევლებს ფრონტის ხაზზე ამყოფებს

წითელი ჯვარი: "ჰამასი" მძევლებს ფრონტის ხაზზე ამყოფებს

28/11/2023 11:39:19 მსოფლიო

"ჰამასის" ბოევიკები ბრძოლის ველზე ამყოფებენ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დატყვევებული მოქალაქეებს. ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორმა ახლო აღმოსავლეთში ფაბრიციო კარბონიმ RBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც სამშაბათს, 28 ნოემბერს გამოქვეყნდა.

„სიტუაციის თავისებურება ისაა, რომ მძევლები ბრძოლის ველზე, ფრონტის ხაზზე ჰყავთ. ეს ძალიან ატიპიურია. თუ გადავხედავთ სხვა მსოფლიო კონფლიქტებს, რომლებშიც ICRC სტუმრობს მძევლებს ან პატიმრებს, ისინი, როგორც წესი, არა ბრძოლის ველზე, უსაფრთხო ზონებში ჰყავთ, სადაც მათთან წვდომის შესაძლბლობა გვეძლევა. ამ შემთხვევაში ბრძოლის ველია, რაც ჩვენს მუშაობას ბევრად ართულებს", - განაცხადა მან.

ICRC-ის სპიკერმა დასძინა, რომ "ჰამასის" მებრძოლები არ აძლევენ წითელი ჯვრის თანამშრომლებს მძევლების მონახულების უფლებას, თავის მხრივ, ისრაელიც უარს ამბობს ICRC-ს პალესტინელი პატიმრების ნახვის უფლება მისცეს ვიდრე მედპერსონალს არ დაუშვებენ მძევლებთან.

კარბონის თქმით, "ჰამასის" ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევლები ტრავმირებულები, გამოფიტულები და შეშინებულები არიან.

მას არ უსაუბრია დეტალებზე, თუ რა პირობებში ამყოფებდნენ მძევლებს ღაზას სექტორში, ან პალესტინელ პატიმრებს ისრაელის ციხეეში, თქვა, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. „ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს კონფლიქტის მხარეებთან, რათა უზრუნველვყოთ პირობების გაუმჯობესება“, - თქვა ICRC-ის წარმომადგენელმა.

24 ნოემბრიდან ღაზას სექტორში ე.წ. ჰუმანიტარული პაუზა მოქმედებს. შეთანხმების მიხედვით, "ჰამასის" ბოევიკებმა ისრაელს უნდა გადასცენ 7 ოქტომბერს დატყვევებული მძევლებიდან 50 ქალი და ბავშვი. ისრაელმა ციხეებიდან უნდა გაათავისუფლოს 150 პალესტინელი პატიმარი - ქალი და მოზარდი.

27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პაუზა კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S