უკრაინამ იტალიასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო
28/11/2023 11:24:33 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ცნობით, უკრაინამ იტალიასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.
„იტალიის მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდება ჩვენი სახელმწიფოს ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ, რომელიც უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფს ხელმძღვანელობს.
მისი თქმით, უკრაინამ კონსულტაციები „დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ყველა სახელმწიფოსთან დაიწყო.


