Accentnews.ge
ფინეთში რუსეთის გენერალური საკონსულოს შენობის დემონტაჟს განახორციელებენ

ფინეთში რუსეთის გენერალური საკონსულოს შენობის დემონტაჟს განახორციელებენ

28/11/2023 11:20:51 მსოფლიო

ფინეთის ქალაქ ტურკუს ხელისუფლება შეისყიდის რუსეთის გენერალური საკონსულოს შენობას, რომელმაც მუშაობა 2023 წლის 1 ოქტომბერს შეწყვიტა და შემდეგ დემონტაჟს განახორციელებს,– იუწყება Yle.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება საკრებულომ 27 ნოემბერს ერთხმად მიიღო. გარიგების თანხა 1,6 მილიონი ევრო იქნება. მუნიციპალიტეტი 1,6 მილიონ ევროს გადაუხდის სახელმწიფო კომპანია Senate Properties-ს, რომელიც 3500 მ² ფართობს ფლობს. საკონსულოს შენობის ფართია 2 ათასი მ².

1974 წელს აშენებულ შენობას სავარაუდოდ, დაშლიან. Yle წერს, რომ შესაძლოა ახლა ამ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღი განთავსდეს, თუმცა ჯერ ნიადაგი უნდა გაიწმინდოს, რადგან 1900-იანი წლების დასაწყისში მას სათესლე ქარხანა იყენებდა.

რუსეთის ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში ფინეთის გენერალური საკონსულოს დახურვა გადაწყვიტა და მოსკოვში გენერალური საკონსულოსა და ფინეთის საელჩოს ცხრა თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. საპასუხოდ ფინეთმა უკან გაიწვია თანხმობა 2023 წლის 1 ოქტომბრიდან ტურკუში რუსეთის გენერალური საკონსულოს მუშაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S