ინდოეთში, გვირაბში ჩარჩენილ მაღაროელებამდე 17-დღიანი მცდელობის შემდეგ მიაღწიეს
28/11/2023 09:39:20 მსოფლიო
ინდოეთში მაშველებმა მაღაროს შახტში ჩარჩენილ 41 მაღაროელამდე მიაღწიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ისინი მაღაროში მე-17 დღეა ჩარჩენილნი არიან. იწყება მათი გამოყვანის სამუშაოები.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, მაღაროელების გამოყვანის პროცესს რამდენიმე საათი დასჭირდება.
შეგახსენებთ, ინდოეთის უტარახანდის შტატის მაღარო 12 ნოემბერს ჩამოინგრა.


