Accentnews.ge
IDF: "ჰამასმა" 10 თვის მძევალი ოჯახთან ერთად სხვა ტერორისტულ ორგანიზაციას გადასცა

IDF: "ჰამასმა" 10 თვის მძევალი ოჯახთან ერთად სხვა ტერორისტულ ორგანიზაციას გადასცა

28/11/2023 09:29:25 მსოფლიო

"ჰამასი" ხელს უშლის ღაზას სექტორში ტყვეობაში მყოფი 10 თვის ბავშვის გათავისუფლებას, განაცხადა ისრაელმა ორშაბათს საღამოს.

ქფირ ბიბასი, ჰამასის მიერ გატაცებული ყველაზე ახალგაზრდა მძევალი, გადაეცა პალესტინის ტერორისტულ დაჯგუფებას სამხრეთ ქალაქ ხან იუნისში, განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა. იუწყებიან, რომ მცირეწლოვანთან ერთად ტერორისტულ ორგანიზაციას მისი მშობლები და ასევე მცირეწლოვანი (4 წლის) ძმა გადასცეს.

მოსალოდნელია, რომ ქალაქი ისრაელის შემდეგი თავდასხმის სამიზნე იქნება, რაც აჩენს შესაძლებლობას, რომ ბავშვი გამოიყენონ ზავის გახანგრძლივების მოლაპარაკებებზე შემდგომი ზემოქმედებისთვის.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა პირობა დადო, რომ შეტევა ძლიერი იქნება ღაზას სექტორზე, როდესაც მძევლების გაცვლის შეთანხმების ვადა ამოიწურება.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ ტყვეებზე პასუხისმგებლობა ისევ ჰამასს რჩება, იმის მიუხედავად, თუ რომელ ტერორისტულ ორგანიზაციას გადასცეს ისინი.

24 ნოემბერს ჰამასსა და ისრაელს შორის დროებითი ჰუმანიტარული პაუზა ამოქმედდა და ყოველდღიურად ჰამასი დაახლოებით 10 ტყვეს ათავისუფლებს. თავდაპირველად, მხარეები ოთხი დღით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა 27 ნოემბერს მხარეებმა პაუზა დამატებით სხვა მძევლების გათავისუფლებისთვის კიდევ ორი დღით გაახანგძლივეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S