ავიაკატასტროფის საქმეზე, რომელსაც უკრაინის შს მინისტრი ემსხვერპლა, ბრალი ხუთ პირს წაუყენეს
28/11/2023 09:07:27 მსოფლიო
ავიაკატასტროფის საქმეზე, რომელსაც უკრაინის შსს–ს მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ, გამოძიება დასრულდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის 5 თანამშრომელს ბრალი ედება ავიაციის უსაფრთხოების წესების დარღვევაში.
გამოძების მიხედვით, ვერტმფრენს არ ჰქონდა უფლება, საგანგებო სიტუაციების გარდა, სხვა ვითარებაში განეხორიცელებინა ფრენა. ეკიპაჟის ხელმძღვანელს არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია ამინდის შესახებ და არც უფლება ჰქონდა, ასეთ პირობებში ფრენა განეხორციელებინა. ამავდროულად, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა არც ერთმა ზედამხედველმა პირმა არ შეაჩერა ვერტმფრენის აფრენა.
18 იანვარს კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. მასში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ შორის თავად მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე ისხდნენ.
ვერტმფრენი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რასაც 14 ადამიანი ემსხვერპლა. დაიღუპა ვერტმფრენის ყველა მგზავრი.


