რიაბკოვი: ეუთო–ს სამიტზე ბლინკენისა და ლავროვის მოლაპარაკება არ გაიმართება
28/11/2023 07:04:58 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა არ შედგება ჩრდილოეთ მაკედონიაში ამ კვირაში, იტყობინება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ტასს-ი" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვზე დაყრდნობით.
"ვაშინგტონს არ მოუთხოვია შეხვედრა და შეხვედრაც არ იქნება", განაცხადა რიაბკოვმა.
მანამდე Reuters წერდა ლავროვზე მითითებით, რომ რუსი დიპლომატი მიიღებს მონაწილეობას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შეხვედრაში თუ ბულგარეთი რუსეთის დელეგაციას თავის საჰაერო სივრცეს გაუხსნის.
მან ასევე თქვა, რომ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ ითხოვა მასთან შეხვედრა.
მოგვიანებით რუსეთის ელჩმა ბულგარეთში ელეონორა მიტროფანოვამ განაცხადა, რომ მან მიიღო ნებართვა ბულგარეთის ხელისუფლებისგან საჰაერო სივრცის გამოყენების თაობაზე.


