Accentnews.ge
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: პაუზის შემდეგ ისრაელის სამხედრო მოქმედებები უფრო ძლიერი იქნება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: პაუზის შემდეგ ისრაელის სამხედრო მოქმედებები უფრო ძლიერი იქნება

27/11/2023 20:09:18 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჰუმანიტარული პაუზის შემდეგ ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებები უფრო ძლიერი იქნება.

„ახლა თქვენ რამდენიმე დღე გაქვთ, ჩვენ დავუბრუნდებით ბრძოლას და გამოვიყენებთ იმავე რაოდენობის და უფრო მეტ ძალას. გახსოვდეთ, რომ სანამ თქვენ ისვენებთ და ემზადებით, მტერიც იმავეს აკეთებს", - მიმართა მან სამხედროებს.

ცოტა ხნის წინ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ღაზაში ზავი ორი დღით გახანგრძლივდა.

Wall Street Journal ეგვიპტეში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ "ჰამასმა" მძევლების წითელი ჯვრის წარმომადგენლებისთვის გადაცემის პროცესი დაიწყეს. არსებული ცნობებით, დღეს ჯამში 11 ადამიანის გათავისუფლებაა დაგეგმილი.

"ჰამასის" ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ციხეებიდან გასათავისუფლებელი პალესტინელი პატიმრების სიაში შედის სამი ქალი და 30 არასრულწლოვანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S