Accentnews.ge
"ის, რაც  ათწლეულის დასაწყისში შეუძლებელი ჩანდა, ახლა შესაძლებელი ხდება”: La Tribune ყაზახეთის და უზბეკეთის ინტერესზე წერს

"ის, რაც  ათწლეულის დასაწყისში შეუძლებელი ჩანდა, ახლა შესაძლებელი ხდება”: La Tribune ყაზახეთის და უზბეკეთის ინტერესზე წერს

27/11/2023 19:36:49 მსოფლიო

ფრანგული გამოცემა La Tribune წერს, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ნოემბრის ვიზიტი ასტანასა და ტაშკენტში დაკავშირებულია საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე მოლაპარაკების მცდელობასთან.

ფრანგულ მწარმოებელ Dassault Aviation-ს სურს, მიყიდოს Rafale–ს გამანადგურებელი თვითმფრინავები ყაზახეთსა და უზბეკეთს, იტყობინება გაზეთი La Tribune წყაროებზე დაყრდნობით და აღნიშნავს: ”ის, რაც ათწლეულის დასაწყისში თითქმის შეუძლებელი ჩანდა, ახლა უკვე შესაძლებელი ხდება”.

„Dassault Aviation რამდენიმე თვეა, აქტიურად სწავლობს შუა აზიის ამ ორ ქვეყანას, რომლებთანაც საფრანგეთს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება სურს“, - განაგრძობს გამოცემა.

უზბეკეთს ძველი რუსული თვითმფრინავების - 12 MiG-29-ისა და 29 Sukhoi-ს - ჩანაცვლება სურს. გამოცემის თანახმად, Dassault Aviation-ის თანამშრომლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ექსპორტზე, სულ უფრო და უფრო ხშირად დაფრინავენ ტაშკენტში და, სავარაუდოდ, უზბეკეთში ფრანგული წარმოების 24 საბრძოლო თვითმფრინავის მიწოდების კამპანია უკვე დაწყებულია.

როგორც გამოცემა აღნიშნავს იმასაც, რომ ყაზახეთის მიერ Rafale-ს ყიდვა უფრო შორეული პერსპექტივა უნდა იყოს, რადგან ასტანასა და მოსკოვს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობები დასავლური მწარმოებლისგან იარაღის მიწოდებისთვის პოზიტიური სულაც არაა. მიუხედავად ამისა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, საფრანგეთმა გადაწყვიტა, ყაზახეთსა და უზბეკეთს პარტნიორების დივერსიფიკაციაში დაეხმაროს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S