FT: თურქეთიდან სამხედრო დანიშნულების პროდუქტის ექსპორტი რუსეთში მკვეთრად გაიზარდა
27/11/2023 19:09:52 მსოფლიო
თურქული ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი რუსეთში მკვეთრად გაიზარდა 2023 წელს, რამაც შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებში, წერს Financial Times.
გამოცემა წერს, რომ 2023 წლის პირველ ცხრა თვეში თურქეთმა გაიტანა 158 მილიონი დოლარის ღირებულების 45 კატეგორიის საქონელი, რომელსაც შეერთებული შტატები რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის „მაღალ პრიორიტეტულად“ მიიჩნევს. ეს სამჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2015-2021 წლების საშუალო მაჩვენებელი 28 მილიონი დოლარი იყო.
დოკუმენტების მიხედვით, ორმაგი დანიშნულების დეტალები მიდის ყოფილი სსრკ-ს მესამე ქვეყნებში: აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში. თუმცა, ამ ქვეყნების სტატისტიკურ სააგენტოებს იმპორტის შესაბამისი ზრდა არ დაუფიქსირებიათ. დასავლეთი დარწმუნებულია, რომ მარაგი რეალურად გადამისამართდა რუსეთის ფედერაციაში.
ფორმალურად, შუამავალი სტრუქტურების გამოყენება აძლევს თურქეთს საშუალებას, გვერდი აუაროს საექსპორტო კონტროლს, ირწმუნებიან გამოცემის წყაროები. თურქული კომპანიები ყიდულობენ მაღალი პრიორიტეტის საქონელს G7–ის ქვეყნებიდან. ასეთი საქონლის იმპორტი 2023 წელს 60%-ზე მეტით გაიზარდა.
გამოცემის თანამოსაუბრეები ამბობენ, რომ შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა თურქეთს შეწყვიტოს ასეთი მიწოდება და დაუშვა იძულებითი ზომების გამოყენების შესაძლებლობა.
გასულ კვირაში თურქეთს ამერიკული დელეგაცია სტუმრობდა ამ საკითხებთან დაკავშირებით.


