Accentnews.ge
ლავროვი: რუსეთს მეზობელი ქვეყნების დაპყრობის გეგმა არ აქვს და არც ჰქონია

ლავროვი: რუსეთს მეზობელი ქვეყნების დაპყრობის გეგმა არ აქვს და არც ჰქონია

27/11/2023 14:38:41 მსოფლიო

უკრაინაში ომის გამჩაღებელი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ რუსეთს მეზობელი ქვეყნების დაპყრობის გეგმა არ აქვს, არც ჰქონია და არც შეიძლება, რომ ჰქონდეს.

ლავროვი პრიმაკოვის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ირწმუნებოდა, რომ დასავლეთში გაკეთებული განცხადებები მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის აგრესიულ გეგმებზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა პენტაგონის ხელმძღვანელის ლოიდ ოსტინის სიტყვები, რომ თუ აშშ უკრაინას მხარს არ დაუჭერს, რუსეთი გაიმარჯვებს და მეზობელ ქვეყნებს თავს დაესხმება. ლავროვმა აღნიშნა, რომ ოსტინს არ შეუძლია, არ მიიღოს პენტაგონის ექსპერტთა შეფასებები, მათ შორის, მათი, რომლებსაც, სავარაუდოდ, ესმით, რა ხდება უკრაინაში.

"არანაირი აგრესიული გეგმები, არავითარი დაპყრობის გეგმები რუსეთს არ აქვს, არ ჰქონია და არც შეიძლება, რომ ჰქონდეს". - თქვა ლავროვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S