მასწავლებლისთვის თავის მოკვეთის საქმეზე ექვს მოზარდს ასამართლებენ
27/11/2023 09:28:59 მსოფლიო
საფრანგეთის სასამართლოში 27 ნოემბერს შეუდგება მასწავლებლელ სემუელ ბეტის მკვლელობის საქმის განხილვას. დანაშაულის ხელშეწყობაში ბრალი ექვს მოზარდს ედება.
გამოძიების ვერსიით, სამუელ ბეტი 2020 წელს სკოლის სიახლოვეს 18 წლის ისლამისტმა ტერორისტმა მოკლა, რომელიც წარმოშობით ჩეჩნეთიდან იყო. იუწყებიან, რომ მკვლელს ინფორმაცია 14-15 წლის მოსწავლეებმა მიაწოდეს. კერძოდ, ბრალდების მხარის ცნობით, მოზარდებმა ისლამისტ ტერორისტს მასწავლებლის ვინაობა ფულის სანაცვლოდ გაუმხილეს, რომელმაც ცოტა ხნით ადრე მოსწავლეებს მოციქული მუჰამედის კარიკატურა აჩვენა.
ერთ-ერთმა მოზარდმა, იმხანად 13 წლის გოგომ ტერორისტს უთხრა, რომ ბეტიმ მუსლიმი მოსწავლეები გამოყო, ვიდრე მათ მუჰამედის კარიკატურას აჩვენებდა. მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნული მოზარდი ამ დროს კლასში საერთოდ არ იმყოფებოდა.
თინეიჯერებს საფრანგეთის პროკურატურა დანაშაულებრივ შეთქმულებას და ცილისწამებას ედავება. დანაშაული თავისუფლების 2,5 წლით აღკვეთას ითვალისწინებს.


