Accentnews.ge
მასკი ანტისემიტიზმში დადანაშაულების შემდეგ ისრაელში მიფრინავს

მასკი ანტისემიტიზმში დადანაშაულების შემდეგ ისრაელში მიფრინავს

27/11/2023 08:57:14 მსოფლიო

ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი 27 ნოემბერს ისრაელში პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგთან შეხვედრას გამართავს.

ამასთან, ის შეხვდება "ჰამასის" მიერ გატაცებული ადამიანების ოჯახის წევრებს.

ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრეზიდენტი ჰერცოგი ონლაინ სივრცეში მზარდ ანტისემიტიზმთან ბრძოლის მნიშვნელობას ხაზს გაუსვამს.

მანამდე მასკი არაერთხელ დაადანასაულეს ანტისემიტიზმში. 16 ნოემბერს ის X-ში დაეთანხმა მომხმარებელს, რომელმაც დაწერა, რომ "ამერიკაში ებრაული საზოგადოებები თეთრი ადამიანების მიმართ სიძულვილს აღვივებენ". მასკის კომენტარს თეთრ სახლშო ანტისემიტიზმისა და სიძულვილის საშინელი ხელშეწყობა უწოდეს, რომელიც ეწინააღმდეგება ამერიკის მთავარ ღირებულებებს. X-თან სარეკლამო პარტნიორობა კინოსტუდიებმა Disney, Warner Bros., Paramount, Sony გაწყვიტეს. ბრალდებას არ გაეთანხმა მასკი: "გასულ კვირას მედიაში გაჩნდა ყალბი ისტორიები, რომლის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ ანტისემიტი ვარ. არაფერია ამაზე შორს სიმართლისგან. მე კაცობრიობას მხოლოდ კარგს, წარმატებულ და საინტერესო მომავალს ვუსურვებ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S