Accentnews.ge
სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და აშშ–მა, მათ შორის ამერიკული ატომური ავიამზიდის მონაწილეობით კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში წვრთნები ჩაატარეს

სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და აშშ–მა, მათ შორის ამერიკული ატომური ავიამზიდის მონაწილეობით კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში წვრთნები ჩაატარეს

27/11/2023 08:23:38 მსოფლიო

სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და აშშ–მა, მათ შორის ამერიკული ატომური ავიამზიდის მონაწილეობით კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარე წყლებში საზღვაო წვრთნები ჩაატარეს, რათა გაეძლიერებინათ თავიანთი თავდაცვითი პოზიცია ჩრდილოეთ კორეის მზრიდან მზარდი ბირთვული და სარაკეტო საფრთხის წინააღმდეგ, – იუწყება სამხრეთ კორეის საზღვაო ფლოტი.

მისივე ცნობით, ერთობლივი წვრთნები ჯეჯუს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ წყლებში ჩატარდა ამერიკული ატომური ავიამზიდის "USS Carl Vinson" მონაწილეობით, რომელიც იყო დოკირებული იყო ბუსანში მდებარე საზღვაო ბაზაზე – სეულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 320 კილომეტრში.

"USS Carl Vinson"–ის გარდა, საზღვაო წვრთნებში მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ კორეის სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებლებმა, რომლებიც აღჭურვილია საბრძოლო სისტემა "Aegis"–ით და იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების Murasame-ს კლასის გამანადგურებლებმა.

ცნობისთვის: აშშ-ის ატომური ავიამზიდი USS Carl Vinson სამხრეთ კორეაში, ბუსანში მდებარე საზღვაო ბაზაზე 21 ნოემბრის შემდეგ არის განთავსებული. აშშ–მა აღნიშნული ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეა გეგმავს, 22 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით პეროდში რაკეტის გაშვებას კოსმოსური თანამგზავრის გადამტანით ყვითელი ზღვისა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვის მიმართულებით. ეს მიმდინარე წელს იქნება ბირთვული იარაღით შეიარაღებული ჩრდილოეთ კორეის რიგით მესამე მცდელობა, გაუშვას ორბიტაზე ჯაშუშური თანამგზავრი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S