Accentnews.ge
"ჰამასი" ოთხი სამხედრო მეთაურის სიკვდილს ადასტურებს

"ჰამასი" ოთხი სამხედრო მეთაურის სიკვდილს ადასტურებს

27/11/2023 07:16:00 მსოფლიო

რადიკალური მოძრაობა "ჰამასის" სამხედრო ფრთამ – ალ-კასამის ბრიგადებმა დაადასტურა ღაზას სექტორში მიმდინარე ბრძოლებში მისი ოთხი მეთაურის დაღუპვა.

ტელეგრამ–არხზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დაღუპულთა შორის იყვნენ ღაზას ჩრდილოეთით დისლოცირებული ბრიგადის მეთაური აჰმედ განდური (მეტსახელად აბუ ანასი), ასევე ვაელ რაჯაბი, რააფატ სალმანი და აიმან სიამი, რომელიც "ჰამასის" რაკეტების გამშვებ ჯგუფს ხელმძრვანელობდა.

დაღუპვის გარემოებები განცხადებაში არ ზუსტდება.

24 ნოემბრიდან ღაზას სექტორში ოთხდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთნახმება ამოქმედდა და ტყვეების გათავისუფლება დაიწყო. "ჰამასმა" შეთანხმების გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S