Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: ბოლო 24 საათში მოგერიებულია 50-ზე მეტი შეტევა, ყველაზე მეტი - ავდეევკასთან

უკრაინის გენშტაბი: ბოლო 24 საათში მოგერიებულია 50-ზე მეტი შეტევა, ყველაზე მეტი - ავდეევკასთან

27/11/2023 06:22:43 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყნის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის ყველაზე ინტენსიური შეტაკებები ხარკოვის და დონეცკის ოლქებშია. მისი ცნობთ, გასულ 24 საათში უკრაინის ტერიტორიაზე საერთო ჯამში, 63 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მიმართულებით 7 შეტევა მოიგერიეს, დონეცკის ოლქში, მარინკის მიმართულებით – 7 და ბახმუტის მიმართულებით - 10.

უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემების მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად რჩება დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის მიმართულება, სადაც გასულ 24 საათში ყველაზე მეტი, 30 შეტევა მოიგერიეს. გენშტაბის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ავიაციის მხარდაჭერით ცდილობენ ავდეევკის ალყაში მოქცევას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S