მედია: თურქეთმა აკრძალა ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი საქონლის ტრანზიტი რუსეთში
26/11/2023 14:43:09 მსოფლიო
თურქეთმა აკრძალა ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი საქონლის ტრანზიტი რუსეთში, – იუწყება Bloomberg.
მისი ცნობით, ანკარა ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს.
"თურქეთი ითხოვს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხარდაჭერას F-16 გამანადგურებლების შეძენის საკითხში. ამასთან, ანკარამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები დასავლეთის შეშფოთების შესამსუბუქებლად და წლის დასაწყისში აკრძალა ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი საქონლის ტრანზიტი რუსეთში, თუმცა ეს გადაწყვეტილება საჯაროდ არ გამოცხადებულა", – იტყობინება Bloomberg.
გამოცემის ინფორმაციით, ადრე აშშ-ის მთავრობამ სანქციების სიებში შეიყვანა ის თურქული კომპანიები, რომლებიც, ამერიკული მხარის ცნობით, ფინანსურ მომსახურებას უწევდნენ პალესტინურ ჯგუფს და ასევე ეხმარებოდნენ რუსულ კომპანიებს სანქციების გვერდის ავლაში.


