Accentnews.ge
ტრუდო: კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

ტრუდო: კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

24/11/2023 18:38:22 მსოფლიო

24 ნოემბერს კანადამ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული საბჭოს ლიდერ შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინა კვალაც საჭიროებს დახმარებას თაის დაცვაში.

მისი თქმით, კანადა უკრაინელ სამხედროებს გადასცემს 11 ათას ცეცხლსასროლ იარაღს, და 9 მილიონზე მეტ ვაზნას. ისინი დაამზადა Colt Canada-მ, რომელიც დაფუძნებულია ონტარიოში.

ასევე ცნობილია, რომ პოლიტიკოსებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე ისაუბრეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ კანადა 24,5 მილიონ დოლარს გამოუყოფს დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობით შექმნილ პარტნიორობას, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის ყიდულობს აღჭურვილობას.

სექტემბერში ტრუდომ თქვა, რომ კანადამ დაახლოებით 9 მილიარდი დოლარის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას რუსული აგრესიის შემდეგ და გამოაცხადა ოტავას გრძელვადიანი, მრავალწლიანი ვალდებულება უკრაინის მხარდაჭერის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S