BBC: ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა
24/11/2023 18:26:46 მსოფლიო
ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ცნობით, ისრაელის მაღალჩინოსნებმა ასევე გამოაქვეყნეს 39 გათავისუფლებული პატიმრის ვინაობა.
მანამდე ციხესთან, სადაც 39 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას ელოდნენ, ისრაელის თავდაცვის ძალებსა და საპატიმროსთან შეკრებილ პალესტინელებს შორის შეხლა-შემოხლა იყო. ამის გამო პატიმრების გათავისუფლება შეყოვნდა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ "ჰამასმა" გაათავისუფლა 12 ტაილანდელი და ისრაელის 13 მოქალაქე. ისრაელის მოქალაქეებს შორის ქალები და ბავშვები არიან.
მძევლების გაცვლა ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიღწეული ხანმოკლე ზავის ნაწილია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.


