ზახაროვა მოლდოვას შურისძიებით დაემუქრა
24/11/2023 18:11:33 მსოფლიო
რუსეთი შურისძიებით ემუქრება მოლდოვას მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ოთხ პაკეტთან მიერთების გამო.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ ტრადიციულად დაადანაშაულა მოლდოვა "მტრულ ნაბიჯებში" და "ანტირუსულ კამპანიაში", რომელიც მიზნად ისახავს "რუსეთ-მოლდოვური ურთიერთობების სრულ განადგურებას".
ამასთან, მიის მტკიცებით, თავად მოლდოველები „უმეტესად მეგობრულნი არიან რუსეთის მიმართ და დაინტერესებულნი არიან ორმხრივი თანამშრომლობის შენარჩუნებითა და განვითარებით“.
"მოლდოვური მხარის გადაწყვეტილება უპასუხოდ არ დარჩება. მიღებული ზომების შესახებ ინფორმაცია დამატებით იქნება", - განაცხადა ზახაროვამ.
მანამდე რუსეთის საგარეომ განაცხადა, რომ რამდენიმე მოლდოველ ოფიციალურ პირს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა რუსული პროპაგანდისტული მედიისთვის შექმნილი პრობლემების გამო. მოლდოვა რუსული მედიარესურსების ბლოკირებას შეუდგა, თვლის რა, რომ მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.
გასულ კვირას მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა, რომ მოლდოვა შეუერთდა სანქციების ოთხ პაკეტს, რომელიც ევროკავშირმა დააწესა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში.
მოლდოვა უკრაინასთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატია და მოლაპარალებების დაწყებას ელის. ევროკავშირი ელის, რომ მისი მომავალი წევრები ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაში მოვლენ. საქართველოს ოფიციალურად არ არის მიერთებული ევროკავშირის სანქციებს, თუმცა ირწმუნება, რომ არ ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში. ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იყო საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც, მათ შორის, რუს სპეცსამსახურებთან კავშირისთვის მოხვდა აშშ–ის სანქციების სიაში. ამჟამად მას შეწყვეტილი აქვს საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა მისმა "ქეისმა" საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისთვის გააჩინა ევროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების წყალობით სანქციებისთვის გვერდის ავლის მექანიზმი.


