Accentnews.ge
დააკავეს ოფიციალური პირი, რომელმაც ოკუპანტებს სხვებთან ერთად მამაც "ჩააბარა"

დააკავეს ოფიციალური პირი, რომელმაც ოკუპანტებს სხვებთან ერთად მამაც "ჩააბარა"

24/11/2023 16:50:28 მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყება ხერსონის ოლქის ერთ-ერთი სოფლის საკრებულოს დეპუტატის დაკავების შესახებ, რომელიც ეჭვმიტანილია ოკუპაციის დროს რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში. ამასთან მას ბრალი ღალატში ედება.

გამოძიების ცნობით, დეპუტატმა საოკუპაციო ძალებს პროუკრაინელი აქტივისტებისა და მათი ოჯახის წევრების ადგილმდებარეობის შესახებ გადასცა მონაცემები. მათ შორის იყო მამამისიც, რომელიც დააკავეს და აწამეს. შედეგად, კოლაბორატორმა, სავარაუდოდ, მიიღო თანამდებობა ხერსონის რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციაში, საიდანაც იგი მონაწილეობდა რუსეთიდან ჰუმანიტარული დახმარების განაწილებაში, ასევე მონაწილეობდა ადგილობრივი მაცხოვრებლების სახლების ძარცვაში და ადამიანების უკანონო გატაცებაში.

მას შემდეგ, რაც სოფელი უკრაინული ჯარის კონტროლის ქვეშ მოექცა, მან დამალვა სცადა, მაგრამ იპოვეს და დააკავეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S