Accentnews.ge
აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაური ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის შეკავებას მოკავშირეების დახმარებით აპირებს

აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაური ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის შეკავებას მოკავშირეების დახმარებით აპირებს

24/11/2023 15:43:39 მსოფლიო

ადმირალ ლიზა ფრანჩეტის თქმით, აშშ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებით გეგმავს, წინ აღუდგეს პეკინის მიერ საზღვაო ძალების ზრდას, ვინაიდან ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონი აშშ-ის მთავარ პრიორიტეტად რჩება. იუწყება Bloomberg.

"ჩვენ და ჩვენი პარტნიორები მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებითა და თავსებადობის გაზრდით შევძლებთ, შევაკავოთ ჩინეთი და სხვა პოტენციური მოწინააღმდეგები". – განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა ლიზა ფრანჩეტიმ ჟურნალისტებთან.

აშშ-ისა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დასტაბილურებისკენ მიმართულ ნაბიჯად 15 ნოემბერს სან-ფრანცისკოში ქვეყნების ლიდერების შეხვედრა ითვლება. მხარეებს შორის სამხრეთ ჩინეთის ზღვისა და ჩიპების ექსპორტის საკითხები ისევ სადავოდ რჩება.

ფრანჩეტის თქმით, ამ კვირაში აშშ ფილიპინებთან ერთად არამხოლოდ გააგრძელებს, არამედ გააფართოებს სადავო წყლებში პატრულირებას, ამავდროულად, ჩინეთის არმიის ბოლოდროინდელი "პროვოკაციული და სახიფათო მანევრების" მიუხედავად, აშშ დაიცავს ქვეყნების საერთაშორისო სამართლებრივ უფლებას, უსაფრთხო ფრენისა და ნაოსნობის შესახებ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S