Accentnews.ge
Reuters: ევროპაში რადიკალი ისლამისტების თავდასხმების საფრთხე იმატებს

Reuters: ევროპაში რადიკალი ისლამისტების თავდასხმების საფრთხე იმატებს

24/11/2023 14:58:17 მსოფლიო

ისრაელსა და „ჰამასს" შორის მიმდინარე ომის შედეგად ევროპაში რადიკალი ისლამისტების თავდასხმების საფრთხე იმატებს, - იუწყება Reuters ევროპის უსაფრთხოებაზე მომუშავე მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.

Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ყველაზე მეტი საფრთხე მომდინარეობს ინდივიდუალურად მოქმედი თავდამსხმელებისგან, რომელთა კვალის აღმოჩენა ძალიან რთულია.

10-ზე მეტმა დაზვერვისა და პოლიციის მაღალჩინოსანმა ევროპის 5 ქვეყნიდან, მათ შორის ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან, Reuters–ს განუცხადეს, რომ ისინი რადიკალ ისლამისტ მებრძოლებზე დაკვირვებას ზრდიან.

Reuters-თან საუბრისას ევროპის უსაფრთხოებაზე მომუშავე მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ რადიკალი ისლამისტებისგან მომდინარე საფრთხეზე მუშაობა კიდევ უფრო მძიმე ტვირთი იქნება, ისედაც შეზღუდული რესურსების პირობებში, რაც რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან მომდინარე საფრთხეებმა გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S