Accentnews.ge
თურქეთი უარყოფს "ინჯირლიკის" ბაზის გამოყენებას ისრაელში იარაღის გადასატანად

თურქეთი უარყოფს "ინჯირლიკის" ბაზის გამოყენებას ისრაელში იარაღის გადასატანად

24/11/2023 13:38:58 მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ცნობები ამერიკული თვითმფრინავების მიერ "ინჯირლიკის" ბაზის გამოყენების შესახებ ისრაელში იარაღის გადასატანად.

„ჩვენ, თურქეთმა, შეუძლებელია, მონაწილეობა მივიღოთ რაიმე ქმედებაში, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს ჩვენს ძმებსა და დებს ღაზაში. თურქეთის რესპუბლიკის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ნათელია“, - ციტირებს ადგილობრივი გამოცემა Aydınlık თურქეთის თავდაცვის სამინისტროდან წყაროს.

მანამდე არაერთ მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკული თვითმფრინავები დაეშვნენ თურქეთის "ინჯირლიკის" ავიაბაზაზე და სამხრეთ კვიპროსის გავლით იარაღი გადაიტანეს ისრაელში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S