იაპონიის პრემიერი, უსაფრთხოების მიზნით, სასტუმროში გადავიდა
24/11/2023 13:05:35 მსოფლიო
იაპონიის პრემიერ–მინისტრი ფუმიო კისიდა იძულებული გახდა, დროებით გადასულიყო სასტუმროში თავის ტოკიოს რეზიდენციაში ზოგიერთი მოწყობილობის გაუმართაობის აღმოჩენის გამო, – იტყობინება ტელეარხი NHK.
”უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ მოგაწოდებთ დეტალებს ამ გაუმართაობის შესახებ,” - ციტირებს ტელეარხი მთავრობის წარმომადგენელს. პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, სასტუმროში დარჩება რეზიდენციაში სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე.
კისიდა რეზიდენციაში 2021 წელს გადავიდა და ბოლო 10 წლის განმავლობაში იაპონიის პირველი პრემიერ– მინისტრი გახდა, რომელმაც ეს რეზიდენცია აირჩია საცხოვრებლად. როგორც მედია აღნიშნავს, ამ შენობის შესახებ ხმები დადის, ზოგიერთი მათგანი მოჩვენებებს უკავშირდება. იაპონელ პოლიტიკოსებს შორის გავრცელებულია მოსაზრება, რომ ხსენებულ რეზიდენციაში გადასვლამ შეიძლება გამოიწვიოს ვადამდელი გადადგომა. ისტორიულად, უმეტესობა, ვინც ამ შენობაში ცხოვრობდა, მთავრობას შედარებით მცირე დროით ხელმძღვანელობდა - დაახლოებით ორი წელი.


