Accentnews.ge
იტალიაში ქალის გახმაურებული მკვლელობის შემდეგ კანონი გაამკაცრეს

იტალიაში ქალის გახმაურებული მკვლელობის შემდეგ კანონი გაამკაცრეს

24/11/2023 12:48:08 მსოფლიო

იტალიაში ახალგაზრდა ქალის გახმაურებული მკვლელობის შემდეგ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონს მიიღებენს. Associated Press-ის ცნობით, ქვეყანაში ქალები საშუალოდ ყოველ სამ დღეში იღუპებიან მამაკაცის ხელით.

22 წლის ჯულია ჩეკეტინის ცხედარი შავ ცელოფანში გახვეული იპოვეს 18 ნოემბერს ალპურ ტბასთან, თხრილში. იტალიური მედიის ცნობით, სასამართლო ექსპერტებმა სხეულზე დანით მიყენებული 26 ჭრილობა აღმოაჩინეს.

მანამდე ეროვნულმა სატელევიზიო არხებმა აჩვენეს ჩეკეტინის მკვლელობის კადრები, რომლებიც გადაღებულია სათვალთვალო კამერით ცარიელ ქუჩაზე. ვიდეოში ჩანს, რომ მამაკაცი მისდევს მანქანიდან გადმოსულ ქალს, ეწევა, რამდენჯერმე უტყამს და ძალის გამოყენებით აბრუნებს მანქანაში. გზაზე დარჩა ქალის თმა და სისხლის ლაქები, იხსენებს Associated Press. ეჭვმიტანილი ქალის პარტნიორი ფილიპო ტურეტოა. ის გერმანიაში დააკავეს და იტალიაში ექსტრადირებისთვის ამზადებენ.

ჩეჩეტინი დღესასწაულისთვის ემზადებოდა: ბიოსამედიცინო ინჟინერიის ხარისხი უნდა მიეღო პადუას უნივერსიტეტში. მოკლული ქალის მეგობრებისა და ახლობლების თქმით, მისი 21 წლის ბოიფრენდი აღშფოთებული იყო იმით, რომ იგი მასზე ადრე დაამთავრებდა სწავლას და „დატოვებდა მას პირადი და პროფესიული ოცნებების ასასრულებლად“, – წერს Associated Press.

ჯულიას დამ, ელენამ საპროტესტო აქცია დააორგანიზა, რათა საზოგადოების ყურადღება გაემახვილებინა მისი დის მკვლელობაზე და ზოგადად, ქალების წინააღმდეგ ძალადობაზე. ”ფემიციდი არ არის ვნების დანაშაული, ეს არის ძალაუფლების დანაშაული!”, - დაწერა მან მან ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებულ წერილში. მკვლელები „ავადმყოფები არ არიან, ისინი პატრიარქატის ჯანმრთელი შვილები არიან!“, - ნათქვამია წერილში.

აქცია „ხმაურის წუთები“ ჩატარდა სკოლებში, უნივერსიტეტებში და იტალიის პარლამენტის სხდომაზე, რომელმაც სასწრაფოდ მიიღო კანონპროექტი ქალების დაცვის შესახებ.

სხვა საკითხებთან ერთად, ის ითვალისწინებს ელექტრონული მონიტორინგის მოწყობილობების უფრო ფართოდ გამოყენებას, რომლის ტარებაც მოეთხოვებათ ადევნებაში შემჩნეულ ადამიანებს, და სხვა პრევენციული ზომების გამკაცრებას. გარდა ამისა, საშუალო სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან ბიჭებსა და გოგოებს შორის პატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S