Accentnews.ge
გეითსი: AI კაცობრიობას სამდღიან სამუშაო კვირამდე მიიყვანს

გეითსი: AI კაცობრიობას სამდღიან სამუშაო კვირამდე მიიყვანს

24/11/2023 11:35:35 მსოფლიო

ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარება კაცობრიობას საშუალებას მისცემს, მიაღწიოს სამდღიან სამუშაო კვირას, – თქვა მაიკროსოფტის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბილ გეითსმა პოდკასტისთვის „What Now?“ ინტერვიუში, რომელიც Spotify-ზე გამოქვეყნდა.

მისი თქმით, ერთხელაც შესაძლოა, დადგეს დრო, როდესაც ადამიანებს "არ მოუწევთ ამდენი შრომა" და "მანქანები აწარმოებენ საკვებს და ყველაფერს დანარჩენს". ”და ბოლოს და ბოლო თუ თქვენ მიიღებთ საზოგადოებას, სადაც კვირაში მხოლოდ სამი დღე მოგიწევთ მუშაობა, ეს ალბათ, კარგია”, - თქვა მან.

ივლისში გეითსმა თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის წინსვლისას ზოგიერთ მუშაკს გადამზადება დასჭირდება და ეს უნდა განიხილონ მთავრობებმა და დამსაქმებლებმა. მისი აზრით, მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის გავლენა პერსონალური კომპიუტერის გამოჩენის ტოლფასი იქნება.

როგორც სხვადასხვა გამოკითხვები და კვლევები აჩვენებს, მთელ მსოფლიოში ადამიანებს ეშინიათ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ისინი დაკარგავენ სამუშაოს ან მათი შემოსავლის დონე შემცირდება.

2023 წლის მარტში Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა და ათასზე მეტმა ექსპერტმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელშიც მოწინავე ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეჩერება მოითხოვეს მინიმუმ ექვსი თვით, სანამ საერთო უსაფრთხოების პროტოკოლები არ შეიქმნება.

ბილ გეითსმა უარი თქვა მათ მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობისთვის სასარგებლო იქნებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S