Accentnews.ge
გერმანია ზამთარში უკრაინაში კიდევ ერთ "პატრიოტს" განათავსებს

გერმანია ზამთარში უკრაინაში კიდევ ერთ "პატრიოტს" განათავსებს

24/11/2023 10:41:29 მსოფლიო

გერმანია ზამთარში უკრაინაში "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემას განათავსებს. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩმა მარტინ იეგერმა Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ზამთარში სიტუაცია შეიძლება, ძალიან გართულდეს. უკრაინულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მოემზადოს ამ სიტუაციისთვის და ჩვენ დავეხმარეთ მომზადებაში. მე უკვე ვისაუბრე საჰაერო თავდაცვის მიმართ ჩვენს მხარდაჭერაზე. გარდა IRIS-T სისტემებისა, ზამთარში აქ განლაგდება კიდევ ერთი "პატრიოტის" სისტემა გერმანიიდან“, - განაცხადა დიპლომატმა.

ამჟამად, გერმანიიდან მიწოდებული 4 IRIS-T სისტემა უკვე მუშაობს უკრაინაში, აღნიშნა დიპლომატმა.

ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ, რომ უკრაინას გადასცემენ "პატრიოტის" და IRIS-T სისტემებს, მაგრამ არ დაუკონკრეტებია მათი გაგზავნის ვადები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S