Accentnews.ge
ჩინეთი სამი ქვეყნის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს დროებით უუქმებს

ჩინეთი სამი ქვეყნის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს დროებით უუქმებს

24/11/2023 09:47:46 მსოფლიო

ჩინეთი დროებით მისცემს ქვეყანაში უვიზო შესვლის უფლებას საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთისა და მალაიზიის მოქალაქეებს მცდელობის მიზნით, გაზარდოს ტურიზმი და აღადგინოს COVID-19 პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკა.

2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, ამ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ჩინეთში შედიან არაუმეტეს 15 დღის ვადით საქმიანი და ტურისტული მიზნებით, არ დასჭირდებათ ვიზა ნათესავებისა და მეგობრების მოსანახულებლად ან ტრანზიტისთვის. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს განაცხადა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შესული მოგზაურებისთვის კორონავირუსის ტესტზე მოთხოვნები აგვისტოში გაუქმდა.

ნოემბერში პეკინმა ნორვეგია დაამატა 54 ქვეყნის სიას, რომელთა მოქალაქეებსაც ჩინეთის გავლით უვიზო მიმოსვლის უფლება აქვთ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S