Accentnews.ge
დუბლინში ბავშვებზე შეიარაღებულ თავდასხმას მასობრივი არეულობა მოჰყვა

დუბლინში ბავშვებზე შეიარაღებულ თავდასხმას მასობრივი არეულობა მოჰყვა

24/11/2023 08:28:10 მსოფლიო

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ბავშვებზე შეიარაღებულ თავდასხმას მასობრივი არეულობა მოჰყვა.

23 ნოემბერს დუბლინის ცენტრში, ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მახლობლად დანით შეიარაღებულმა კაცმა დაჭრა 5 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი და მათი აღმზრდელი ქალი. ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელი გამვლელებმა დააკავეს. მის ვინაობას და დანაშაულის მოტივს პოლიცია ჯერჯერობით არ ასახელებს.

მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდა ცნობები, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ, ალჟირელია, დუბლინის ცენტრში დაიწყო მიგრანტების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია, რომელიც მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.

აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე, რომლებიც მიგრანტების საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებდნენ, პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და ავტობუსები და მსუბუქი ავტომანქანები დაწვეს. მასობრივი არეულობების გამო საჭირო გახდა სამართალდამცავების დამატებითი ძალების მობილიზაცია.

დღეს დილით, დუბლინის პოლიციამ განაცხადა ქალაქის ცენტრში წესრიგი აღდგენილია. სამართალდამცავების ცნობით, მასობრივი არეულობები მემარჯვენე ექსტრემისტების მიერ იყო ორგანიზებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S