უკრაინამ ჩუბაისის, კუდრინის და კიდევ 145 ადამიანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
24/11/2023 06:09:44 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ორ განკარგულებას 147 რუსისა და რუსეთთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
ზელენსკის განკარგულებით საბოლოოდ სანქციების ორი ახალი სია ჩამოყალიბდა. პირველში 87 რუსი მოხვდა, მეორეში კი - რუსეთის, უკრაინის, კვიპროსის, ბელარუსის, გერმანიის, უზბეკეთის, ავსტრიისა და დიდი ბრიტანეთის 60 მოქალაქე.
უკრაინის სანქციების ქვეშ, მათ შორის მოხვდნენ "რუსნანოს" ყოფილი ხელმძღვანელი ანატოლი ჩუბაისი, რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელი ალექსეი კუდრინი, მოსკოვის მთავარი სანიტარული ექიმი ელენა ანდრეევა და საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის ძალების მეთაური, რუსეთის კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილე ანდრეი დემინი.
ჩუბაისი რუსეთის ყველაზე მაღალი რანგის მოხელეა, რომელმაც თანამდებობა დატოვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინება, რომ ის 22 მარტს სტამბოლში ნახეს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩუბაისი ცხოვრობდა კვიპროსში და ისრაელში რეპატრიანტის დოკუმენტები მიიღო.
სწორედ ანატოლი ჩუბაისის სახელთან არის დაკავშირებული პუტინის პოლიტიკური კარიერის აღზევება 1990-იან წლებში. ამტკიცებენ, რომ ჩუბაისმა მოაწყო რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ბორის ელცინის ადმინისტრაციაში. მალე პუტინი გახდა რუსეთის უშიშროების სამსახურის (FSB) დირექტორი და რუსეთის პრეზიდენტის მემკვიდრე.


