NATO-ში „სამხედრო შენგენის“ დანერგვა სურთ რუსეთთან ომის შემთხვევაში ჯარების გადაადგილების გასამარტივებლად
23/11/2023 20:17:50 მსოფლიო
ნატოს ერთობლივი ლოგისტიკის სარდლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე სოლფრანკი გამოვიდა შეთავაზებით, შეიქმნას "სამხედრო შენგენი", რომელიც ალიანსის ჯარებს ბლოკში თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს, – წერს Reuters.
სოლფრანკის თქმით, ამჟამად პროცესის გადაჭარბებული ბიუროკრატიზაცია ხელს უშლის ნატოს ჯარების ევროპაში გადაადგილებას, რაცმაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს შეფერხება რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში.
"ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ოპერაციების თეატრი დიდი ხნით ადრე, ვიდრე მე-5 მუხლს გამოვიყენებთ", - თქვა მან და დასძინა, რომ კონფლიქტის შემთხვევაში, ნატოს ქვეყნებისთვის უფრო რთული იქნება "სამხედრო შენგენის" შეთანხმება.
ამჟამად, როგორც Reuters აღნიშნავს, ნატოს ძალებმა უნდა შეასრულონ ალიანსის წევრების მრავალი შიდა წესი, მათ შორის, მაგალითად, ქვეყნების წინასწარი ინფორმირება მათი ტერიტორიით საბრძოლო მასალის გადატანის შესახებ და შეასრულონ სამხედრო კოლონების დასაშვები სიგრძის თაობაზე შეზღუდვები.
პირველად ევროპაში „სამხედრო შენგენის“ შემოღებიც წინადადებით 2017 წელს გამოვიდა ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი სარდალი ბენ ჰოჯსმა. „ალიანსის ძალებს უნდა შეეძლოთ უფრო სწრაფად გადაადგილება, ვიდრე რუსეთის ფედერაციის ძალებს, თუ გვინდა, რომ ჩვენი შეკავება ეფექტური იყოს“, - თქვა მაშინ ჰოჯსმა.
2018 წელს ევროკომისიამ შეიმუშავა სპეციალური გეგმა ევროპაში „სამხედრო შენგენის“ დანერგვისთვის. მასში უნდა შედიოდეს ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ბელგია, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი და ფინეთი.
ამ ტერიტორიების ფარგლებში, დოკუმენტის მიხედვით, სამხედრო კოლონებს სასაზღვრო კონტროლის გარეშე შეეძლებათ გადაადგილება. გეგმა ასევე ითვალისწინებდა, რომ ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნები შეამოწმებდნენ და საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოდ აღადგენდნენ გზებს, ხიდებს და რკინიგზას, რომლებიც საჭიროა ნატოს ჯარებისა და აღჭურვილობის სწრაფი გადაადგილებისთვის.


