რუსულმა სასამართლომ Google დააჯარიმა 4 მილიონი რუბლით ომის შესახებ „ფეიკების" გავრცელების ბრალდებით
23/11/2023 19:43:42 მსოფლიო
მოსკოვის ტაგანსკის სასამართლომ Google-ს 4 მილიონი რუბლის ოდენობით ჯარიმა დააკისრა იმის გამო, რომ უარი თქვა YouTube-დან რუსეთში აკრძალულ ინფორმაციის შემცველი ვიდეოების ამოღებაზე. იუწყება რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS.
საქმის მასალების მიხედვით, კომპანიას ეცნობა YouTube-ზე ვიდეოების წაშლის აუცილებლობის შესახებ, რომლებიც შეიცავს „რუსეთის შეიარაღებული ძალების მადისკრედიტირებელ" ინფორმაციას. ვიდეოები, რომლებიც Google-მ არ წაშალა, ავრცელებს "ცრუ ინფორმაციას ქვეყნის სამხედრო ძალებზე",– განაცხადა რუსეთის პროკურატურამ.
ოქტომბერში მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ ამერიკული კომპანია Google-ის რუსული შვილობილი კომპანია Google LLC გაკოტრებულად გამოაცხადა. გასულ წელს კომპანიის ანგარიშები გაიყინა, როგორც შუალედური ღონისძიება რუსული ტელეარხების პრეტენზიების წინააღმდეგ. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ Google-მა დაბლოკა მათი YouTube ანგარიშები.


