Accentnews.ge
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: შესვენება ხანმოკლე იქნება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: შესვენება ხანმოკლე იქნება

23/11/2023 18:25:29 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის თქმით,დროებითი ზავის შემდეგ ინტენსიური ბრძოლები მინიმუმ 2 თვე გაგრძელდება.

“რასაც მომავალ დღეებში ნახავთ, არის, პირველ რიგში, მძევლების გათავისუფლება. ეს შესვენება ხანმოკლე იქნება. ამ შესვენების დროს თქვენგან საჭირო იქნება ორგანიზება, მომზადება, გამოძიება, იარაღის შევსება, და გასაგრძელებლად მომზადება",– თქვა მინისტრმა სამხედროებთან და დასძინა, რომ "გაგრძელება იქნება, ვინაიდან გვჭირდება გამარჯვების ბოლომდე მიყვანა და მძევლების შემდეგი ჯგუფებისთის იმპულსის მიცემა, რომლებიც მხოლოდ [ჰამასზე] ზეწოლის შედეგად დაბრუნდებიან”.

ისრაელსა და დაჯგუფება "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა.იუწყება კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამ ცნობის მიხედვით, საზავო შეთანხმება 24 ნოემბერს, 07:00 საათზე ამოქმედდება, მძევლების გათავისუფლება კი 16:00 საათზე დაიწყება.

სამინისტროს სპიკერის მაჯედ ალ-ანსარის ცნობით, პარასკევს 13 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S