კატარის საგარეო – ისრაელ– "ჰამასის" შეთანხმებაზე: ჯგუფი ყოველ დღე გათავისუფლდება
23/11/2023 16:48:30 მსოფლიო
ისრაელსა და დაჯგუფება "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ისრაელის მედია ავრცელებს.
ამ ცნობის მიხედვით, საზავო შეთანხმება 24 ნოემბერს, 07:00 საათზე ამოქმედდება, მძევლების გათავისუფლება კი 16:00 საათზე დაიწყება.
სამინისტროს სპიკერის მაჯედ ალ-ანსარის ცნობით, პარასკევს 13 ქალი და ბავშვი გათავისუფლდება.
მისი თქმით, კატარი „ჰამასის“ მიერ გასათავისუფლებელი მძევლების სიებს “ყოველდღიურ რეჟიმში” მიიღებს. ამის შემდეგ კატარი სიას ისრაელის სადაზვერვო სამსახურს - მოსადს გადასცემს, რომელიც თავის მხრივ კატარელებს გასათავისუფლებელი პალესტინელი პატიმრების სიას გადასცემს.
“როდესაც ორივე სია დადასტურებული გვექნება, მაშინ შეგვეძლება ხალხის გათავისუფლების პროცესის დაწყება… შეთანხმება არსებობს დროის ინტერვალებზე: ყოველ დღე ჯგუფი გათავისუფლდება”, - განაცხადა ალ-ანსარიმ.


