Accentnews.ge
შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის ცხედარი იპოვეს

შავ ზღვაში ჩაძირული გემის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის ცხედარი იპოვეს

23/11/2023 16:29:51 მსოფლიო

თურქეთში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მეოთხე დღეს, 19 ნოემბერს ჩაძირული გემის ერთ-ერთი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს.

თურქული მედიის ცნობით, ცხედარი, 23 ნოემბერს, შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ პროვინცია ზონგულდაკის მახლობლად აღმოაჩინეს.

ხელისუფლების განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. მასში ჩართულია 2 ვერტმფრენი, 40-ზე მეტი მყვინთავი, დრონები და 177 მაშველი.

სპეციალისტები გემის ეკიპაჟის კიდევ 11 წევრს ეძებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S