დუბლინში პირი გამვლელებს დანით დაესხა თავს, არიან დაჭრლები
23/11/2023 15:35:14 მსოფლიო
ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს დაესხა თავს. თავდასხმა სასწავლო დაწესებულებასთან ახლოს მოხდა.
BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, წინასწარი ცნობებით, დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.
თავდასხმის მოტივი და სხვა დეტალები ჯერ უცნობია.


