Accentnews.ge
კრამონი: ევროკავშირი ვეღარ დარჩება ორბანის შანტაჟის ქვეშ

კრამონი: ევროკავშირი ვეღარ დარჩება ორბანის შანტაჟის ქვეშ

23/11/2023 15:28:58 მსოფლიო

ევროპარლამენტარი ვიოლა ვონ კრამონი უნგრეთის ხელისუფლებას ახსენებს, რომ ევროკავშირის დატოვება შეუძლია.

"ორბანი ამტკიცებს, რომ "ევროკავშირი უნგრეთის კოლონიზაციას ახდენს" და საბჭოთა კავშირის რეპრესიებს ევროკავშირის მეთოდებს ადარებს.

ახალი ამბავი ბატონო ორბან - შენ შეგიძლია დაგვტოვო. არავინ გაგაჩერებს. უკრაინა, მოლდოვა და მაკედონია სიამოვნებით დაიკავებენ უნგრეთის ადგილს.

ევროკავშირი ვეღარ დარჩება ორბანის შანტაჟის ქვეშ. საკმარისია" წერს ევროკომისარი ვიოლა ვონ კრამონი სოციალურ ქსელ X-ზე.

მანამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც მან ევროკავშირის წევრობა საბჭოთა ოკუპაციას შეადარა, თქვა, რომ „არავინ ავალდებულებს უნგრეთს იყოს ევროკავშირის წევრი“.

24 ოქტომბერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა მიანიშნა, რომ უნგრეთი ვიქტორ ორბანის მმართველობის პირობებში ევროკავშირის წევრი აღარ უნდა იყოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S