გერმანია უკრაინას დამატებით აწვდის საბრძოლო მასალას, Marder-სა და Iris-T SLM–ს
23/11/2023 15:19:49 მსოფლიო
22 ნოემბერს გერმანიის მთავრობამ განაახლა უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების სია. ის მოიცავს 20 ერთეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანას (MARDER), 2 ათასზე მეტ 155 მმ-იან საბრძოლო მასალას, ასევე საინჟინრო და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებებს და კრიპტოფონებს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ კიევში უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის დროს გამოაცხადა.
პაკეტში შედის ოთხი Iris-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემა და 20 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან გერმანიამ უკვე მესამედ გამოუყო უკრაინას Iris-T ტიპის სისტემები. თანამედროვე Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემები გამოიყენება რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან უკრაინის ქალაქების დასაცავად. რუსეთის თავდასხმებისას Iris-T-ის მეშვეობით დაჭერილია მრავალი რაკეტა და დრონი.
დახმარების პაკეტში ასევე შედის 60 სადაზვერვო დრონი, დრონების წინააღმდეგ საბრძოლველი 20-ზე მეტი რადარი და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები.
გერმანია ევროპაში უკრაინის ყველაზე მსხვილი მხარდამჭერიას. დახმარების მოცულობით ის მხოლოდ აშშ–ს ჩამორჩება.


