პუტინი მინსკში ჩავიდა ОДКБ–ს სამიტისთვის
23/11/2023 14:25:24 მსოფლიო
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, დამოუკიდებლობის სასახლეში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებენ მასპინძელი ქვეყნის, ასევე უზბეკეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის პრეზიდენტები. ბელარუსის დედაქალაქში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც.სამიტს არ ესწრება სომხეთი, რაც პირველი შემთხვევაა 2009 წლის შემდეგ.
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ალეინიკმა აღიარა, რომ სომხეთის არმონაწილეობის გამო არსებობს გადაწყვეტილებების დამტკიცების კვორუმის პრობლემა. მაგრამ ბელარუსმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხეთის დელეგაციის არდასწრების მიუხედავად, დამტკიცებული გადაწყვეტილებები ლეგიტიმური იქნება.
"შევთანხმდით, რომ სამიტის შემდეგ ორგანიზაციის გენერალური მდივანი ერევანს ეწვევა. და, რა თქმა უნდა, შემთანხმებელი კომისიის ფარგლებში აქ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას გადავცემთ ჩვენს სომეხ პარტნიორებს. და იმედი გვაქვს, რომ ისინი შემოგვიერთდებიან", - განმარტა სერგეი ალეინიკმა.
სომხეთი ფორმალურად კვლავ რჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრად, თუმცა უარი თქვა მთელ რიგ აქტივობებში მონაწილეობაზე. მაგალითად, უარი თქვა ორგანიზაციის ფარგლებში თავის ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარებაზე, ხოლო გასულ წელს ერევანში გამართულ სამიტზე ხელი არ მოაწერა ერთობლივ დოკუმენტებს. მან ღიად გააკრიტიკა ორგანიზაცია არაეფექტურობისთვის.


