Accentnews.ge
კანადა უკრაინას 1,3 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

კანადა უკრაინას 1,3 მილიარდი კანადური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

23/11/2023 12:38:19 მსოფლიო

კანადა უკრაინას 1,3 მილიარდი კანადური დოლარის (869 მილიონი ევროს) ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს, - ამის შესახებ კანადის მთავრობის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ მოხსენებაშია საუბარი.

დოკუმენტის მიხედვით, უკრაინას დახმარება 2023 - 2026 წლის შუალედში გადაუნაწილდება.

2023 - 2024 წლის განმავლობაში უკრაინა 816 მილიონ კანადურ დოლარს მიიღებს, 2024 წლიდან 2025 წლამდე კი 318 მილიონ კანადურ დოლარს. დარჩენილ 197 მილიონ დოლარს კი უკრაინა 2025 - 2026 წლის შუალედში მიიღებს.

კანადური მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე ოფიციალურმა ოტავამ კიევს 9,8 მილიარდი კანადური დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S