კოენი: ისრაელი ბრძოლას თავისი მიზნის მისაღწევად მძევლების გათავისუფლების შემდეგაც გააგრძელებს
23/11/2023 12:02:10 მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი აცხადებს, რომ ისრაელი ბრძოლას თავისი მიზნის მისაღწევად მძევლების გათავისუფლების შემდეგაც გააგრძელებს. ამის შესახებ მან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კამერონის ისრაელში ვიზიტისას განაცხადა.
"ჩვენი მიზანი ღაზაში "ჰამასის" მმართველობის განადგურებაა", – განაცხადა კოენმა.
ისრაელსა და "ჰამასს" შორის შუამავალი კატარი აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებების შეჩერების დაწყების დრო უახლოეს საათებში გამოცხადდება.
ამავე თემაზე: რას ითვალისწინებს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება.


