Accentnews.ge
უკრაინა: რუსეთის სამოქალაქო ავიაცია „კოლაფსის ზღვარზეა“

უკრაინა: რუსეთის სამოქალაქო ავიაცია „კოლაფსის ზღვარზეა“

23/11/2023 09:23:08 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, უწყებამ „რთული და წარმატებული კიბერსპეცოპერაცია“ ჩაატარა, რომლის სამიზნე რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო „როსავიაცია“ იყო.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად წვდომა მოიპოვა „როსავიაციის“ შიდა მოხმარების დოკუმენტებზე, რომლებიც ცხადყოფენ, რომ საერთაშორისო სანქციების გამო რუსეთის სამოქალაქო ავიაცია „კოლაფსის ზღვარზეა“.

"მოპოვებული დოკუმენტებით, რომელთა შორის ყოველდღიური ანგარიშებიცაა, ირკვევა, რომ რუსეთში უკვე სისტემური ხასიათი მიიღო თვითმფრინავების ძრავის, შასის და ფრთის გაუმართაობით გამოწვეულმა ინციდენტებმა", – აცხადებენ დაზვერვის მთავარ სამმართველოში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს, რომ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მხოლოდ 2023 წლის იანვარში რუსეთის სამოქალაქო ავიაციამ დააფიქსირა 185 შემთხვევა, რომელთა მესამედი სხვადასხვა დონის საფრთხის შემცველი იყო. 2023 წლის პირველ 9 თვეში აღრიცხულია თვითმფრინავების ტექნიკური გაუმართაობის 150 შემთხვევა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით(50 შემთხვევა) სამჯერ მეტია.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა მოიცვა სამოქალაქო ავიაციის სფეროც. მათ შორის აკრძალულია რუსეთისთვის თვითმფრინავების და მათი ნაწილების მიწოდება, ავიალაინერების ტექნიკური მომსახურება და პროგრამული უზრუნველყოფის განახლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S