Accentnews.ge
ნიგერიამ და გერმანიამ განახლებადი ენერგიისა და გაზის თაობაზე მიაღწიეს შეთანხმებას

ნიგერიამ და გერმანიამ განახლებადი ენერგიისა და გაზის თაობაზე მიაღწიეს შეთანხმებას

23/11/2023 07:32:22 მსოფლიო

ბერლინში ნიგერიულმა და გერმანულმა კომპანიებმა ორ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც $500 მილიონის განახლებადი ენერგიის პაქტს და გაზის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას მოიცავს, - იუწყება Reuters.

ნიგერიის Union Bank–ისა და გერმანიის DWS Group-ს მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს ნიგერიის მასშტაბით განახლებადი ენერგიის პროექტებში $500 მილიონის ინვესტიციის გამოყენებას.

მეორე მემორანდუმი გაზის ექსპორტის პარტნიორობის შესახებაა. შეთანხმება ნიგერიის Riverside LNG-სა და გერმანიის Johannes Schuetze Energy Import AG-ს შორის დაიდო. შეთანხმების მიხედვით, ნიგერია გერმანიას ყოველწლიურად 850 000 ტონა ბუნებრივ აირს მიაწვდის, რაც, სავარაუდოდ 1,2 მილიონამდე გაიზრდება.

ნიგერიის პრეზიდენტის სპიკერის ინფორმაციით, ნიგერია გერმანიას პირველ ბუნებრივ აირს 2026 წელს მიაწვდის.

მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია 2030 წლამდე აფრიკაში მწვანე ენერგეტიკის პროექტებში 4 მილიარდი ევროს ინვესტირებას განახორციელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S