Accentnews.ge
რუსეთი უცხოური ღვინის წარმოების ტექნოლოგიის შემოწმებას გეგმავს

რუსეთი უცხოური ღვინის წარმოების ტექნოლოგიის შემოწმებას გეგმავს

23/11/2023 07:25:55 მსოფლიო

რუსეთი აპირებს, უცხოეთიდან მიწოდებული ღვინის წარმოების ტექნოლოგია შეამოწმოს და შეაფასოს.

როგორც რუსული მედია ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, Rosselkhoznadzor-ი ამ საკითხზე ქვეყნებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

"ამ დებულების განსახორციელებლად, Rosselkhoznadzor-ი დაინტერესებული ქვეყნების მეღვინეობის სფეროში დეპარტამენტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმებაზე მუშაობს“, - აცხადებენ რუსულ უწყებაში.

როგორც რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რუსეთის ფედერაციაში მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ კანონის თანახმად, რუსეთის ხელისუფლებას უფლება აქვს, გააკონტროლოს იმ პროდუქციის წარმოების ტექნოლოგია, რომელიც ქვეყანაში უცხო სახელმწიფოებიდან შედის. Rosselkhoznadzor-ის სპეციალისტები გეგმავენ, მოინახულონ ადგილები, რათა აუდიტი ჩაატარონ და სასმელის წარმოების ტექნოლოგია შეაფასონ.

როგორც Rosselkhoznadzor-ში აცხადებენ, მემორანდუმის პროექტი 21 ქვეყანაში გაიგზავნა, თუმცა აქტიური მოლაპარაკებები სომხეთთან, მოლდოვასთან და სერბეთთან მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S