ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: მძევლების გამოყვანის პროცესი ხვალ დაიწყება
22/11/2023 13:58:51 მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ელი კოენის განცხადებით, ღაზას სექტორიდან მძევლების გამოყვანის პროცესი ხვალ დაიწყება.
როგორც მან Army Radio-ს განუცხადა, მძევლების პირველი ჯგუფი ხვალ გათავისუფლდება, მაგრამ მას არ უთქვამს რამდენი.
მან ასევე უარი თქვა ცნობების დადასტურებაზე, რომ პროცესი დილის 5 საათზე დაიწყება.
ამავე თემაზე: რას ითვალისწინებს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება.


