Accentnews.ge
ზელენსკი: თუ ტრამპს აქვს კონკრეტული სამშვიდობო გეგმა, გამიზიაროს

ზელენსკი: თუ ტრამპს აქვს კონკრეტული სამშვიდობო გეგმა, გამიზიაროს

22/11/2023 09:22:27 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იგი მზად არის, გაეცნოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას, თუ მას ასეთი გეგმა აქვს. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე მზად ვარ. თუ მას კონკრეტული სამშვიდობო გეგმა აქვს, შეუძლია გამიზიაროს. დიახ, ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ომი, თუ დონბასსა და ყირიმს რუსეთს გადავცემთ. ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყანა ასეთი სამშვიდობო გეგმისთვის მზად არ არის. ეს სამშვიდობო გეგმა არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას უკრაინისთვის სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფა ძალიან სწრაფად შეუძლია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S