პალესტინის პრეზიდენტი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება
22/11/2023 09:19:12 მსოფლიო
პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება, - ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინის საინფორმაციო სააგენტო Wafa ავრცელებს.
„პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი და ხელმძღვანელობა ჰუმანიტარული ზავის შესახებ შეთანხმებას მიესალმებიან, აფასებენ კატარისა და ეგვიპტის ძალისხმევას“, - განაცხადა პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურმა მდივანმა ჰუსეინ ალ-შეიხმა.
„აბასი უფრო ფართო პოლიტიკურ გადაწყვეტას მოითხოვს, რომელიც ლეგიტიმურობასა და საერთაშორისო სამართალს ეფუძნება, რაც გამოიწვევს ოკუპაციის დასრულებას და პალესტინელი ხალხის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიღწევას“, - ალ-შეიხის სიტყვებს პალესტინის საინფორმაციო სააგენტო Wafa ავრცელებს.
ამავე თემაზე: რას ითვალისწინებს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება.


