ბაიდენი – "ჰამასის" მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებაზე: "შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ"
21/11/2023 19:10:21 მსოფლიო
"ჰამასის" მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების თაობაზე შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
მისი თქმით, საკითხის თაობაზე მეტს ვერაფერს იტყვის.
"შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ არაფერი არ არის გაკეთებული, სანამ არ გაკეთდება", – განაცხადა ბაიდენმა.
დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის ხელისუფლების ანონიმმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ისრაელი და „ჰამასი“ შუამავლების მეშვეობით თანხმდებიან 50 ისრაელელი მძევლის, ძირითადად ქალებისა და ბავშვების გათავისუფლებაზე. სანაცვლოდ ისრაელი გაათავისუფლებს 150 პალესტინელ პატიმარს, რომლებიც ისრაელის ციხეებში იმყოფებიან.
მოლაპარაკებებში კატარი და აშშ შუამავლობენ.


